ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებების ნუსხის წარდგენის ნაწილში დაიხურა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებების ნუსხის წარდგენის ნაწილში დაიხურა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებების ნუსხის წარდგენის ნაწილში დაიხურა.

ამის მოტივად ის გარემოება დასახელდა, რომ საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები დევს. მას შემდეგ, რაც წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ, სხდომა გაიხსნება და შესაძლოა, დასაშვებობაზე მოსამართლის გადაწყვეტილება გახსნილ პროცესზეც მოხდეს.

დაცვის მხარე, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, არ გეგმავს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს ბრალდებულებისთვის.

"ჩვენ, ზოგადად, შუამდგომლობის დაყენებას ვფიქრობთ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობას დავინახავთ. შუამდგომლობის შუამდგომლობისთვის დაყენებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების ახლობლებთან ერთდ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედა და ახლობლებიც ომყოფებიან. მათ მხარდასაჭერად, სასამართლოში მივიდა ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც.