ლიტვის პეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ იგი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის დადებით ძვრებს ელოდება.
ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტემ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მეორე დღეს განაცხადა.
"ველოდები, რომ წლის ბოლოსთვის იქნება დადებითი სიახლეები" - აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ევროკომისია უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას წარადგენს, რის საფუძველზეც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.
გრიბაუსკაიტემ ასევე აღნიშნა, რომ რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ასახული იქნება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისადმი მხარდაჭერა და ევროპასთან დაახლოების მიზნით რეფორმების განხორციელებაში ამ ქვეყნების დახმარება.