"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის მთავრობის კონტროლირებადი ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავა

"ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის საზღვრის გასწვრივ სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ბოლო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიკავა.

ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, სირიის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები იტყობინებიან.

სამთავრობო ძალებმა ალ-ტანფის ტერიტორია უკვე დატოვეს. აღნიშნული ტერიტორიის დაკავებამდე ექსტრემისტებმა სირიის უძველესი ქალაქი პალმირაც აიღეს. შედეგად, "ისლამური სახელმწიფო" უკვე აკონტროლებს სირიის ნახევარს - 95 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას. ჯიჰადისტები გამაგრებულები არიან პროვინცია დეირ ალ-ზორში, რაქაში, ალეპოში, ჰომსსა და ჰამაში. მათი დიდი ნაწილი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს