რუისის მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს

რუისის მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ საპროტესტო აქცია იმართება. როგორც "ინტრერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივი მოსახლოების გარკვეული ნაწილი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. რუისელები ავტობანის მშენებლობის გამო რამდენიმე გზის გაუქმებას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი მშენებლობის პროცესშიც გამოთქვა, თუმცა ამბობენ, რომ მათი მოსაზრებები არავის გაუთვალისწინებია. 

შეკრებილები ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც დაუპირისპირდენ და ბრალი დასდეს, რომ მოსახლეობის პრობლემებით არ ინტერესდება. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ავტობანის გადაკეტვის ინიციაიტივითაც გამოვიდა. თუმცა ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე მოძრაობა არ შეზღუდულა. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.