საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა, ევროკავშირთან ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები შეხვედრის მთავარი თემები იქნება.
ორმხრივი შეხვედრა 22 მაისს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართება. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.
ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.