ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში მშვიდობიანი აქციები გამართეს

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში მშვიდობიანი აქციები გამართეს

რიგის სამიტის მსვლელობის პარალელურად ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში მშვიდობიანი აქციები გამართეს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მშვიდობიანი აქციებით მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ არჩევანს. 

"ჩვენმა თანამემამულეებმა, უკრაინელ მეგობრებთან ერთად, აქციები სტრასბურგში, ბრიუსელში, ვარშავაში, პრაღასა და კიევში გამართეს. დღეს რიგის სამიტის დასკვნით ეტაპზე ჩვენი თანამემამულეები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერ მშვიდობიან აქციას რიგასა და ბერლინშიც გამართავენ", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.