საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, Guardian, El Mundo, Frankfurter Allgemeine Zeitung, La Vanguardia, - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ.
მინისტრებმა ცნობილი მედიასაშუალებების 20-მდე ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხეს. ინტერვიუს მთავარი თემები საქართველოს ევროპული მისწრაფებები, რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები იყო.