"რადიო თავისუფლების" ცნობით, რიგის სამიტის დასკვნითი დეკლარაციის პროექტს ბოლო მომენტში დაამატეს ფრაზა, რომელიც აღმოსავლელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, "ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს" ეხება.
"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ტექსტში ნათქვამია, რომ "სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს აღნიშნულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებში".
"ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიტვამ, პოლონეთმა და შვედეთმა აქტიურად იმუშავეს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ტექსტში ამ დამატების შესატანად. დამატების ეს და სხვა მომხრეები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმებით, რიგაში არ უნდა მიიღონ დეკლარაცია, რომელიც იქნებოდა უფრო სუსტი, ვიდრე წინა სამიტზე, 2013 წელს ვილნიუსში", - წერს "რადიო თავისუფლება".
რიგის სამიტის დეკლრაცია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი.