პარტნიორებისგან მათ მოსაზრებებზე კონკრეტიკას ველოდებით

პარტნიორებისგან მათ მოსაზრებებზე კონკრეტიკას ველოდებით

ჩვენ პარტნიორებისგან მათ მოსაზრებებზე ველოდებით კონკრეტიკას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველო და უკრაინა ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის უფრო მეტ მცდელობას საჭიროებენ.

ხიდაშელის განმარტებით, მათი მხრიდან კონკრეტიკა არ არსებობს. "ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებას, მაგრამ ყოველ ჯერზე, თუკი ასეთი განცხადებები გაკეთდება, ველოდებით კონკრეტიკას. ეს კონკრეტიკა არ არსებობს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანული რადიომაუწყებლის, ჭDღ-ის ცნობით, მერკელმა გუშინ ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერკელის თქმით, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი მცდელობებია საჭირო. გერმანიის კანცლერის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაძლიერება.