საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ჯერ ვერ ხედავს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობას, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალი საიუბილეო სესიის ფარგლებში.
"ჩვენ არ განვიხილავთ ამ შეხვედრის შესაძლებლობას, რადგან გაგვაჩნია არსებული ფორმატი, რომელიც არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ დიალოგი მაინც მიმდინარეობს. რა მოხდება მომავალში, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა მოხდება მომდევნო თვეებში. ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, მართალი გითხრათ, არ მჯერა მხოლოდ ხელის ჩამორთმევისთვის შეხვედრის. ზოგჯერ ხელის ჩამორთმევა ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, მაგრამ გარკვეული საფუძველიც უნდა არსებობდეს", - განუცხადა ბერუჩაშვილმა სააგენტო "რია ნოვოსტის" კითხვაზე პასუხად, გამორიცხავს თუ არა ლავროვთან შეხვედრას გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალ საიუბილეო სესიაზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება.
"ჩვენ გვაქვს სპეციალური ფორმატი - ჟენევის დისკუსიები, სადაც ვაწარმოებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს ეუთოს სპეცწარმომადგენლებთან ერთად. ამ კონსულტაციებზე რუსეთთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს. ჩვენ გვაქვს ეს ფორმატი. შეხვედრა შეხვედრისთვის... მე არ ვიცი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული ფორმატი", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.