დიდი ბრიტანეთის პრემიერომინისტრი დევიდ ქემერონი ევროკავშირისგან გაერთიანებული სამეფოსთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გამოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში , მისი ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს.
ბრიტანული "თაიმსის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია კონფიდენციალურ ბრიტანულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგებს ეხება.
კონკრეტულად კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს სურს ევროკავშირი აიძულოს, აღიაროს, რომ ევრო არ არის ერთადერთი ვალუტა ევროპაში და სურს, რომ ევროკავშირის შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.