სირიის ტერიტორიის ნახევარზე მეტს

სირიის ტერიტორიის ნახევარზე მეტს "ისლამური სახელმწიფო" აკოტროლებს

ამ დროისთვის სირიის ტერიტორიის ნახევარზე მეტს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სრულად აკონტროლებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების საკითხებში სადამკვირვებლო საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ბოლოს დაკავებულ ქალაქ პალმირაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. შეწყვეტილია ელექტრო და წყალმომარაგება, არ ხდება სამედიცინო დახმარების გაწევა. ქალაქში ამ დრომდე რჩებიან ჯიჰადისტების მიერ სხვა დაკავებული ქალაქებიდან დევნილები.

აღნიშნული ქალაქიდან ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოასწრეს ისტრიული და კულტურული მემკვიდრეობის გატანა, რითაც თავიდან აირიდეს ამ ძეგლების განადგურება, რაც მანამდე "ისლამური სახელმწიფოს" სხვა ქალაქებში განახორციელებს.