მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება ენციკლოპედია “საქართველოს” მესამე ტომის პრეზენტაცია

მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება ენციკლოპედია “საქართველოს” მესამე ტომის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია 2015 წლის 22 მაისს, 16:00 საათზე

გიწვევთ!!!

ენციკლოპედია “საქართველოს” მესამე ტომის პრეზენტაციაზე.

2015 წელს ქართული ენციკლოპედიის რედაქციას დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. ამ ხნის მანძილზე, რედაქციის მიერ გამოცემულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი ენციკლოპედიური ნაშრომი.

ამჟამად, რედაქციის საქმიანობა მთლიანად მიმართულია ენციკლოპედია “საქართველოს” მრავალტომეულის გამოცემაზე (I ტომი – 1997; II ტომი- 2012), ენციკლოპედიის მესამე ტომი მოიცავს მეცნიერების ყველა დარგს, მკითხველს აწვდის მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ასევე იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ენციკლოპედია “საქართველოს” მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრები არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე (თავმჯდომარე), ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე (თავმჯდომარის მოადგილე), მრჩეველი ავთანდილ საყვარელიძე და აკადემიკოსები: თამაზ გამყრელიძე, გურამ თევზაძე, ფრიდონ თოდუა, როინ მეტრეველი, ოთარ ნათიშვილი, თეიმურაზ ნანეიშვილი, ირაკლი ჟორდანია.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 52;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა.