საქართველოს დელეგაცია რიგაში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია

საქართველოს დელეგაცია რიგაში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, Guardian, El  Mundo, Frankfurter Allgemeine Zeitung, La Vanguardia, - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებს დღეს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ.

მინისტრებმა ცნობილი მედიასაშუალებების 20-მდე ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხეს. ინტერვიუს მთავარი თემები საქართველოს ევროპული მისწრაფებები, რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები იყო.