2015 წლის პირველ ნახევარში პატიმართა გარდაცვალების მხოლოდ ოთხ შემთხვევას ჰქონდა ადგილი და თუკი ამას შევინარჩუნებთ, ევროპაში მოწინავე ადგილას ვიქნებით , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისას გააკეთა.
"სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის ხდება სადაო სხვადასხვა ანგარიშებსა და რეკომენდაციებში. 2010-2011 წლებში 132-144 პატიმრის გარდაცვალებას ჰქონდა ადგილი. 2014 წელს იყო 27 შემთხვევა, სამწუხაროდ, მაგრამ მოხდა. 2015 წლის პირველ ნახევარში ოთხი შემთხვევაა და თუკი ამას შევინარჩუნებთ, მოწინავე ადგილას ვიქნებით ევროპაში", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე კახა კახიშვილმა.