საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, იან კელიმ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას ეს პრიორიტეტები დაასახელა, რომლებზეც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყურადღებას გაამახვილებს.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, ელჩად დამტკიცების შემთხვევაში აპირებს, დაეხმაროს საქართველოს: 1)ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციაში და მოუწოდოს ყველა ქართველს, ვისაც ამ მიზნების სჯერა, გაერთიანდეს ქვეყნის წინსვლისთვის; 2)პოლიტიკური პლურალიზმის, ანგარიშვალდებული მთავრობის და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი საქართველოს ისტორიაში; 3) სავაჭრო და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში, რათა საქართველომ მოახერხოს მომავალზე ფოკუსირება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ევროპაში ინტეგრაციის წარმატებით დასასრულებლად.
ერთ-ერთმა სენატორმა იან კელის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას კითხვა საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი დევნის შესახებ დაუსვა. კელიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ყურადღების ქვეშ იქნება.
"ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, ელჩ ნორლანდს ბევრი სასარგებლო კონსულტაცია ჰქონდა ოფიციალურ პირებთან: ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს სასამართლო სისტემის/ბერკეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმაც კი. ამავე დროს აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ყველა საქმესთან მიმართებაში სასამართლო და მართლმსაჯულების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ",- აღნიშნა კელიმ.
იანკელი შშ-ის ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდს 2015 წლის ზაფხულში შეცვლის.