“სკოტლანდ იარდი” ბოლო დროს, დიდ ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გახშირებულ ფაქტებს იძიებს. ეჭვმიტანილია 1400-მდე ადამიანი. მათ შორის, დაახლოებით 250 კაცი ბრიტანეთში და არა მხოლოდ, ცნობილი ადამიანია. საუბარია პოლიტიკოსებსა და ტელეწამყვანებზე, რომელთა სახელებს გამოძიება ჯერ-ჯერობით არ ასახლებეს. როგორც “სკოტლანდ იარდში” აცხადებენ, 1400 ეჭვმიტანილი შესძლოა, მხოლოდ პრობლემის “აისბერგი” იყოს და მას შემდეგ, რაც დაზარალებულებთან მუშაობა დასრულდება, შესაძლოა დამნაშავეთა სია გაიზარდოს. გასულ წელს პედოფილიის ბრალდებით ცნობილ შოუმენს რალფ ჰარისს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან ბოლო 20 წლის განმავლობაში პედოფილიის რამდენიმე დანაშაული ჩაიდიანა. ასევე გასულ წელს 8 წლით თავსუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტს საზოგადევბასთან ურთიერთობის საკითხებში, 76 წლის მაკს კრიფორდს.