საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგაში EPP-ის ღონისძიებაზე დასწრების მიზნით ჩავა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები არ ექნება.
ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიება, რომელსაც ექს-პრეზიდენტი დაესწრება, რიგაში, ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის პარალელურად გაიმართება.
რიგის სამიტის ფარგლებში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების წარმოადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები.