ლატვიაში, რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციაში მყოფი ოპოზიციონერები, სამიტის წინ პესიმისტურად არიან განწყობილი და ამ სამიტიდან საქართველოსთვის განსაკუთრებულს არაფერს ელოდებიან. განცხადებები "თავისუფალი დემოკრატების" და "მაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა რიგაში, ჟურნალისტებთან გააკეთეს:
ვიქტორ დოლიძე:
“ მოლოდინი განსაკუთრებული არა გვაქვს არაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, პოლიტიკური დეკლარაციის დონეზეც არ იქნება განცხადება. არ იქნება ასევე ევროპული პერსექტივა, მაგრამ იქნება პოზიტიური დეკლარაცია, იმ ნაბეჯების თაობაზე, რაც საქართველომ აქამდე გააკეთა. ამიტომ არ მინდა, რომ დარჩეს მოსახლეობას იმის აღქმა, რომ დღეს რიგის სამიტზე მთავრდება იგივე ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების მოლაპარაკებები და ეს არის რაღაცა ბოლო აკროდი ჩვენს ურთიერთობებში”
დავით ბაქრაძე:
“ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია და მათთან მუშაობით ჩვენ მოვახერხეთ, რომ დეკლარაციაში, რომელსაც დღეს მიიღებს ევროპის სახალხო პარტია მხარდაჭერილი იქნება ორივე მთავარი თემა, მხარდაჭერილი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერილი იქნება უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ანალოგიური მხარდაჭერა მოეპოვებინა ოფიციალური სამიტის და ოფიციალური დაოკუმენტის ფარგლებში.”
გიგა ბოკერია:
“მთავრობის ფუნქციას ვერ შეითავსებს ოპოზიცია. ეს შეუძლებელია და მთავრობამ უნდა იმუშაოს იქ, სადაც სამთავრობო სტრუქტურებია, მაგრამ ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული და პროევროპული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმ პოლიტიკურ ოჯახში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა და ამ დეკლარაციაში ეს იქნება გამოვლენილი და ეს იქნება ფაქტორი, რომ ჩვენც გავაგრძელებთ შემდეგ თვეებში მუშაობს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის პერსპექივას, იმსახურებს უვიზო მიმოსვლას”.
აცხადებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები.