საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიელ კოლეგას შეხვდება

რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან პირველ შეხვედრას გამართავს.

მხარეები საქართველო-იტალიის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტსა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ისაუბრებენ.

შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელზეც საქართველოს სამთავრობო დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.