"აღმოსავლეთ პარნიორობის" სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდება

შეხვედრაზე მხარეები გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტსაც განიხილავენ.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სამეზობლო პოლიტიკის საკითხები და საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა რიგაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართება.

პრემიერი სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შედიან.