22 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ოლანდს შეხვდება

22 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ოლანდს შეხვდება

ირაკლი ღარობაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვედრა რიგაში, ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანსუა ოლანდი საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას, ევროკავშირთან ურთიერთობას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს განიხილავენ.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.

ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შედიან.