ანგელა მერკელმა საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა

ანგელა მერკელმა საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანული რადიომაუწყებლის WDR-ის ცნობით, მერკელმა გუშინ ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერკელის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი მცდელობებია საჭირო. გერმანიის კანცლერის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაძლიერება.

გერმანული გამოცემა "თაგესშპიგელის" ცნობით კი, ანგელა მერკელმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტს. კანცლერის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.

"აღმოსავლეთ პარტნიორობ, - განაცხადა კანცლერმა.