პრემიერ-მინისტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანება გასცა

პრემიერ-მინისტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანება გასცა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის პირველ მოადგილედ აკაკი ლოდია დაინიშნა. ასევე, მოადგილეებად დაინიშნენ რატი ბრეგვაძე და შალვა გოგოლაძე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

აკაკი ლოდია და რატი ბრეგვაძე მოადგილეების თანამდებობას ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დროსაც იკავებდნენ. ყოფილი მინისტრის მოადგილეებიდან თანამდებობა მხოლოდ ნუგზარ კევლიშვილმა დატოვა, რომელიც შალვა გოგოლაძემ შეცვალა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შალვა გოგოლაძე დღემდე სამშენებლო კომპანია "არენამშენის" დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის" დირექტორი იყო.