ყირგიზეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის კანონს ხელი მოაწერა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის კანონს ხელი მოაწერა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის კანონს ხელი მოაწერა. "ბიბისის" ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტმა გუშინ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლა ჩვენს საქონელს კავშირის წევრი ქვეყნების 200-მილიონიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს", - განაცხადა ალმაზბეკ ატამბაევმა. 

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას ხელი რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ლიდერებმა 2014 წლის მაისში ასტანაში მოაწერეს. იგი ძალაში 2015 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. იანვარში გაერთიანებას სომხეთიც შეუერთდა. 

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიზანს ქვეყნებს შორის ერთობლივი სავაჭრო, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოადგენს.