"ისლამურმა სახელმწიფომ" ისტორიული ქალაქი პალმირა დაიკავა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა დაიკავა. "როიტერის" ცნობით, აღნიშნული ქალაქი სამთავრობო ძალებმა უკვე დატოვეს.
 

პალმირადან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ აღნიშნულმა ისტორიულმა ქალაქმაც იგივე ბედი გაიზიაროს, რაც სხვა იმ უძველესმა ქალაქებმა, რომლებიც ჯიჰადისტებმა ერაყში გაანადგურეს. 

სირიის ანტიკვარიატის სამსახური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს საჭირო ზომები მიიღოს ქვეყნის ტერიტორიაზე "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისთვის.

პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, რომელიც სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია 2 000 წლის წინ აგებული ნაგებობებითა და ტაძრებით. მას ასევე სტრატეგიული ადგილი უკავია და დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებს.