ევროპარლამენტარები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ

რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართავენ. 

წერილში ევროპარლამენტარები მათ მოუწოდებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაიცის დეპარტამენტიდან აცნობეს, ღია მიმართვას ხელს აწერს 95 ევროპარლამენტარი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად.