ბარაკ ობამამ აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე გაიხსენა

ბარაკ ობამამ აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე გაიხსენა

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან - სოსოს და ბესოს, მათი სულები იქნებიან თქვენთან, სანაპირო დაცვის წევრებთან ერთად მთელს მსოფლიოში, - ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კონექტიკუტის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსადამთავრებულებს.

"თქვენ მოხვედით დღემდე, როგორც ერთი გუნდი. დღეს ყველა ჩვენგანს, გვაერთიანებს მერლ სმიტი - პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სანაპირო დაცვის კურსი 1966 წელს, რომელიც არის ვიეტნამის ომის ვეტერანი. თქვენ უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე, ისე როგორც - ოჯახზე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან, სოსოს და ბესოს. მათი სულები იქნებიან თქვენთან - სანაპირო დაცვის წევრებთან ერთად მთელს მსოფლიოში", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეიზდენტმა.

ქართველი კურსანტები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად 2015 წლის მარტში დაიღუპნენ.