ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერს ბაქოში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერს ბაქოში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უცგზავნის.

"უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაშავდა. ამ მწუხარების ჟამს, მინდა გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გამოვხატო თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და აზერბაიჯანელ ხალხს. "მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ბაქოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად არაერთი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, გადმოგცეთ გულწრფელი სამძიმარი და დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა ამ მძიმე წუთებში", - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში.