ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერთან შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობის განვითარება ორივე ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.
მთავრობის მეთაურმა ავსტრიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ავსტრიის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.