ჰაინც ფიშერი - ყველა მხარე იქნება მომგებიან პოზიციაში, თუ ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება

ჰაინც ფიშერი - ყველა მხარე იქნება მომგებიან პოზიციაში, თუ ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება

ევროკავშირს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები, ძალიან ბევრი შანსები და ეს შესაბამისად ძალიან კარგ პასუხს იძლევა გლობალიზაციაზე და მის გამოწვევებზე , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპის სამხრეთში არიან, ძალიან ბევრ შესაძლებლობის მომცემი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით. 

"ჩვენ ვართ ძალიან დიანტერესებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით. ერთი მხრივ, ვლაპარაკობთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ ვლაპარაკობთ ურთიერთობაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი შესაძლებლობები არსებობს, რომ განვითარდეს ორმხრივი ვაჭრობა, ორმხრივი ურთიერთობები", -განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში სავაჭრო ურთიერთობები იზრდება, მაგრამ ეს არასაკმარისია. 

"ეს ზრდის მაჩვენებელი არ არის ერთი სტაბილური ხაზით. არის აღმასვლა, მერე დაღმასვლები და კვლავ არის მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს ურთიერთობები. ავსტრიას კარგად იცნობენ საქართველოში, საქართველოს კარგად იცნობენ ავსტრიაში. ავსტრიაში არის მიმართულებები, სადაც ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს საკმარისი დრო, დეტალურად ვილაპარაკო ყველაფერ ამაზე, მაგრამ ისეთი შეხვედრები, როგორიცა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალური და მეტი ინფორმაცია მივიღოთ. 
მივმართავ ბიზნესსაზოგადოებას, ასევე ხელისუფლებას და მოგიწოდებთ, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ. რაც უფრო მეტი გვცოდინება ერთმანეთზე, მით უფრო ვიქნებით დაჯერებული და დარწმუნებული იმაში, რომ თანამშრომლობა გამართლებულია, შესაძლებელია, განხორციელებადია. ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს მისცემს მხოლოდ სარგებელს და უპირატესობას. ყველა მხარე იქნება მომგებიან პოზიციაში იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება და გამტკიცდება. ეს არის ჩემი გზავნილი", - განაცხადა ჰაინც ფიშერმა.