"აბაშიძეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გაცნობიერებული აქვს"

პოეტი დავით მაღრაძე და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიიჩნევენ, რომ ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოიყვანს.

დავით მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძის დანიშვნას მიესალმებიან და ისტორიკოსს ახალ თანამდებობას ულოცავენ.

"მიგვაჩნია, რომ ზაზა აბაშიძე მისი ერუდიციის, სამეცნიერო დამსახურების  და პიროვნული ღირსების გათვალისწინებით ჩვენს თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში ერთ-ერთი ის იშვიათი მოღვაწეა, რომელსაც სრულფასოვნად აქვს გაცნობიერებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა და რომელიც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოიყვანს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს“ - აცხადებენ დავით მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი.