"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომ ზაზა აბაშიძე გახდა მართლაც, რომ საამაყოა"

მეცნიერულ წრეებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები განცხადებას ავრცელებენ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ღურსეული ხელმძღვანელის დანიშვნას ულოცავენ.

განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა აღნიშნულია, რომ აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების თავდადებული მცვლი გახდება, რადგან პიროვნული მრწამსით ის ამ მისიას დღემდე ასრულებს.  

"ქართველი ხალხისთვის მართლაც, რომ საამაყოა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ყველასთვის საყვარელი და ღირსეული პიროვნება ზაზა აბაშიძე გახდა. მისი ბიოგრაფიიდან, მოღვაწეობიდან თუ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების  თავდადებული მცვლი გახდება, რადგან პიროვნული მრწამსით, ის დღემდე ასრულებს ამ მისიას. ზაზა აბაშიძის აღნიშნულ თანამდებობაზე შერჩევა საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ ის არა მხოლოდ გამოჩენილი ისტორიკოსი, არამედ  არქივმცოდნეობის ინსტიტუტის ისტორია-არქივმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. გახლავთ ათობით ნაშრომის ავტორი და მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი,   საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩევლი თუ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ა.შ. რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით, მას სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით კი, სტაჟირება რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში აქვს გავლილი. სწორედ მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილ წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძურის დაცვაში. ვულოცავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ღირსეული თანამშრომლისა და ხელმძღვანელის შეძენას. ეჭვგარეშეა, მასთან ერთად, ისინი კიდევ უფრო ღირსეულად გააგრძელებენ იმ მამულიშვილური საქმის კეთებას, რასაც აქამდეც თავდაუზოგავად აკეთებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს მარიკა ლორთქიფანიძე, გურამ დოჩანაშვილი, გია მირზაშვილი, ნინო ფერაძე, გიორგი ოთხმეზური, გიგიშა პაჭკორია, დავით აბესაძე, ვახტანგ ჭელიძე, ია გიგოშვილი, ოთარ ვეფხვაძე და მალხაზ თავართქილაძე აწერენ.