ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის ახალი გუბერნატორი გამგებლებსა და ოზურგეთის მერს წარუდგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის ახალი გუბერნატორი გამგებლებსა და ოზურგეთის მერს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე რაიონების გამგებლებსა და ოზურგეთის მერს წარუდგინა. მთავრობის მეთაური რეგიონში ახალი სამთავრობო პროექტის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონების ეკონომიკური განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.