პრემიერმა ბიზნესმენებს გურიის რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა

პრემიერმა ბიზნესმენებს გურიის რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს გურიის რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გურიის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, წყალგაყვანილობის, გზების, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლებში, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში არასოდეს დაგებულა გზები, გზების მშენებლობა მიმდინარეობს. მისი თქმით, რეგიონში მუშაობს პროგრამა "აწარმოე საქართველოში", თუმცა მეტი დაინტერესებაა საჭირო ბიზნესმენების მხრიდან.

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ რეგიონში გავაფართოვეთ ერთი ჩაის საწარმო, დამტკიცებული გვაქვს 2 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი. ასევე გეტყვით, რომ 109 შეღავათიანი, ჯამში 11 მილიონ ლარამდე სესხი არის გაცემული. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ აქ არის უნიკალური რესურსი და საჭიროა მეტი აქტიურობა. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით, რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერს გაგიკეთებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.