ლევან ვასაძე ტრადიციული ღირებულებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

ლევან ვასაძე ტრადიციული ღირებულებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დღეს ორგანიზაცია World Congress of Families-ის გასვლითი რეგიონული კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს "დემოგრაფიული განვითარების ფონდი".

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორმა ზვიად ტომარაძემ განუცხადა, კონფერენციის თემაა "დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები". ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ უცხოელი სტუმრები შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და სერბეთიდან.

ქართული მხრიდან გამომსვლელი ბიზნესმენი ლევან ვასაძე იქნება.