ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოს ზაზა აბაშიძის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს
ტელევიზიის ინფორმაციით, ზაზა აბაშიძეს ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ორშაბათს წარადგენენ. განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის წინაშე ზაზა აბაშიძე და სხვა კანდიდატები დღეს წარდგნენ. "მაესტროს" ინფორმაციით, აბაშიძე თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ ხელნაწერთა ცენტრითვის ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნას გეგმავს. აბაშიძე ამბობს, რომ თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს. "მაესტროს" გადმოცემით, გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომლები პროტესტით შეხვდნენ, რომლებიც ყოფილ დირექტორს ბუბა კუდავას უჭერენ მხარს.