ოზურგეთში

ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს

ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე და "თავისუფალი ზონის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესო ქათამიძე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ოთარ რევიშვილის თქმით, ეს ორი ადამიანი პლაკატების გაკვრის დროს დააკავეს.

პლაკატებზე გურიის ახლად დანიშნული გუბერნატორი გია სალუქვაძე იყო გამოსახული, წარწერით "არიდე ბავშვებს".