რუსთავში ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვეს

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე #14 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 23 წლის  გოგო, გ. კ. მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მოკლულია და მას ყელი აქვს გამოჭრილი . 

მეზობლების თქმით, ბინა სადაც გარდაცვლილი გოგო ნახეს, 30-წლამდე მამაკაცს ქონდა ნაქირავები. 

მოგვიანებით, ბინაში გ.კ-ს დაქალმა მიაკითხა და ის უკვე გადაცვლილი დახვდა. გარდაცვლილის მეგობარი კლინიკა "რუსთავში" სტრესულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სავარაუდო ვინაობა სამართალდამცავებისათვის უკვე ცნობილია. ამ დრომდე ბინაში კრიმინალისტები მუშაობენ.