ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძე დაინიშნა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძე დაინიშნა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. 

"მაესტროს" ინფორმაციით, ზაზა აბაშიძეს ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ორშაბათს წარადგენენ. განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის წინაშე ზაზა აბაშიძე და სხვა კანდიდატები დღეს წარდგნენ. 

როგორც "მაესტრო" აცხადებს, აბაშიძე თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ ხელნაწერთა ცენტრისთვის ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნას გეგმავს. აბაშიძე ამბობს, რომ თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ცენტრის თანამშრომლები პროტესტით შეხვდნენ, რომლებიც ყოფილ დირექტორს, ბუბა კუდავას უჭერენ მხარს.