კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებმა თბილისის მერ დავით ნარმანიასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილისგან დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ნარმანია და ალიბეგაშვილი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრნენ, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.
როგორც სხდომიდან გამოსულმა ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან ერთად კოალიციის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლებს ახალგაზრდული ფესტივალის სამზადისი გააცნო.
"ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე კოალიციის წევრებს ინფორმაცია მივაწოდე ახალგაზრული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ინფორმაცია სჭირდებოდათ", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ და გიორგი ალიბეგაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისი უკვე დატოვეს, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა კი გრძელდება.