ღვთისმშობელი მობრძანდა საქართველოში რათა დაამშვიდოს და გაამთლიანოს საქართველო

ღვთისმშობელი მობრძანდა საქართველოში რათა დაამშვიდოს და გაამთლიანოს საქართველო

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, აწყურის ღვთისმშობლის ხატთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს ასრულებს. პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა შეკრებილები დალოცა და მცირე ქადაგებით მიმართა.

"ღმერთმა დალოცოს ყოველი გაჭირვებული, რომელიც შესთხოვს უფალს, იხარეთ ძენო და ასულნო საქართველოისა, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემოვიდა საქართველოში. ხატმა განვლო გზა ანდრია პირველწოდებულისა. ღვთისმშობელი მობრძანდა საქართველოში რათა დაამშვიდოს, გაამთლიანოს საქართველო, გიხაროდეთ რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.

ტაძარში დალოცვის შემდეგ უწმინდესი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ტაძრის ეზოში გამობრძანდა, სადაც ამჟამად პარაკლისი სრულდება. ტაძრის ეზოში შუა ადგილზე, სპეციალურად ხატისთვის შექმნილ ადგილზე დაბრძანებულია აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.

სამების ეზო და ტაძარი მომლოცველებით სავსეა. ვარდების მოედნიდან სამების ტარძამდე ხატს ათასობით ადამიანი მოაცილებდა.