მსვლელობის მონაწილეებმა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. ხატი სვეტიცხოვლიდან დღეს ჩამოაბრძანეს.
მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, მღვდელმთავარი, მონაზონი და მრევლი მონაწილეობდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სასულიერო პირები აცხადებენ, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა იგი საქართველოში. მსვლელობით, მორწმუნეები ღვთისმშობელს მფარველობას და შეწევნას შესთხოვენ.