პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს მოუსმენს

პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს მოუსმენს

პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს მოისმენს, - ამის შესახებ, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის წლიური მოხსენების შემდეგ, საჭიროებისამებრ მისი და ყველა შესაბამისი პირის მოსმენა უშუალოდ ლარის კურსთან დაკავშირებით დარგობლივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც მოხდეს.

"გავმართავთ კომიტეტის სხდომას, რომელზეც მოხდება ყველა იმ პირის დაბარება, ვინც საჭირო იქნება, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის და მასზე მოვისმენთ პოზიციებს მთელ რიგ საკითხთან, პირველ რიგში კი, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენას, ეს სავარაუდოდ, მოხდება მომავალი კვირის ბოლოს – ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მისი ანგარიში 30 მაისამდე ჩავიბაროთ. ამ საკითხზე დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება მსჯელობა", - განაცხადა ტყემალაძემ.