ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირმა ქალაქ დამატურუს ხალხმრავალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან გაააქტიურა. არიან დაშავებულებიც. მათი რიცხვი 30-ს აღწევს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.