აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც მთავრობას უკრაინისათვის ლეტალური იარაღის გადაცემის უფლებას აძლევს. 

წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტს მხარი 269 კონგრესმენმა დაუჭირა, 151 კი, წინააღმდეგი გამოვიდა. 

კანონი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მხარდასაჭერად 2016 წელს 200 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის თანხა, რაც ვაშინგტონმა კიევს უკვე გამოუყო, არ არის საკმარისი რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. 

კანონი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან აგრესიასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებას და დამატებითი თანხის გამოყოფას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამერიკელი კონგრესმენები ამ დრომდეც არაერთხელ შეეცადნენ დაერწმუნებინათ ობამას ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემის შესახებ, თუმცა, თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.