სოფელ ოზურგეთში საფლავის ქვები დაამსხვრიეს

სოფელ ოზურგეთში საფლავის ქვები დაამსხვრიეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრებ ჟუჟუნა ჭინჭილაიშვილს დღეს საფლავის ქვები დამსხვრეული დახვდა. 

"ასეთი რამ არ მახსოვს. 15 ოჯახის ახლობლების საფლავები არის შეურაცხყოფილი, საფლავის ქვები დამსხვრეულია", - განაცხადა ჟუჟუნა ჭინჭილაშვილმა.

მომხდარს ვანდალიზმად აფასებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოზურგეთში ვალერიან კირკიტაძე.

"დღეს გავიგე ეს საზარელი ამბავი. საშინელი მდგომარეობა არის, საფლავის ქვები წაქცეული, ტალახით მოსვრილია, ჯვრები მოთხრილია. მეტს ვერაფერს გეტყვით, გაოგნებული ვარ", - განაცხადა ვალერიან კირკიტაძემ.

ამ წუთებში სოფელ ოზურგეთის სასაფლაოზე სამართალდამცავები მუშაობენ.