ლაგოდეხის რაიონში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან. ლაგოდეხის რაიონში ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, სპეციალური ტექნიკის დახმარებით დატბორილი სარდაფებიდან და ნაკვეთებიდან წყლის ამოტუმბვა ხდება.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის აღწერა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. გადაუღებელი წვიმების გამო, მდინარე ალაზანი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და ათეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
წყალდიდობამ საზამთროს, ნესვის, კიტრის და სხვა ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. დაიტბორა ვენახებიც. ლაგოდეხის რაიონის მოსახლება დახმარებას ითხოვს.