აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, - აღნიშნული კომენტარი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის კავშირები იყოს რაც შეიძლება ძლიერი და ახლო.
"აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ არაერთი პუნქტი განხორციელდა. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას პენსიის შესახებ, ასევე საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორიისთვის ხელფასის რაოდენობის გაზრდის შესახებ. დღეს ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თავდაცვის სფეროს, სასაზღვრო საკითხების და აფხაზეთისა და რუსეთის შიდა საქმეებზე მომუშავე ორგანოებს შორის", - განაცხადა ხაჯიმბამ.
კრემლის ლიდერსა და რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.