სირიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სირიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მკვიდრი 32 წლის გურამ ცათიაშვილია. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ცათიაშვილი გუშინ გარდაიცვალა.